სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. საქართველოს ნაკრები მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში უელსს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები ორი ჯარიმით დაწინაურდა, პეტრე ხუციშვილმა უმცროს ბორჯღალოსნებს 6 ქულა მოუტანა, თუმცა ლადო კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი მაინც წააგო - 6:7. მატჩი უელსელთა გამარჯვებით 40:21 დასრულდა.
საქართველო მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ახალ ზელანდიას შეხვდება, უელსი კი მეხუთე ადგილისთვის ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.