საქართველოს პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „პრაიდის ფესტივალს“ გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა უზრუნველყონ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება.
სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, მიუღებელია: „დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება“.
„პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში.