ირმა ხეცურიანმა პოლონეთში მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

06 ივლისი 2023, 23:28 788 ნახვა

ეტლით ფარიკაობაში პოლონეთში  მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმალში ასპარეზობისას  ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ხეცურიანმა ფინალამდე გერმანელი და ორი ჩინელი მეტოქე დაამარცხა, ხოლო ფინალში იტალიელ პასკუინოსთან 11:15 დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი მიმდინარე ტურნირზე რაპირაში განაგრძობს  ასპარეზობას. ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი ხვალ  მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი