ნოე ფანცხავას მე-4 ადგილი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და საქართველოს რეკორდი

06 ივლისი 2023, 20:45 686 ნახვა

ნოე ფანცხავამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 50 მ გულაღმა ცურვაში მე-4 ადგილი დაიკავა. ფინალში მან საქართველოს მორიგი რეკორდი დაამყარა შედეგით 0:25.58 და მისთვის საუკეთესო 796 ქულაც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ სამეულში გასული სამივე მოცურავე 2005 წელს არის დაბადებული, ხოლო ნოე ერთი წლით უმცროსია. ამავე ტურნირზე ნოეს შემდეგ წელსაც ექნება ასპარეზობის უფლება. ფანცხავა ხვალ 200 მ გულაღმა სტილის საკვალიფიკაციო გაცურვაში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ტურნირის მეხუთე დღეს ამავე სტილით 100-მეტრიან დისტანციაზე მოსინჯავს ძალებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი