დეკანოზი გიორგი მამალაძე სავარაუდოდ დღეს დუმილს დაარღვევს და გამოძიებას ჩვენებას მისცემს – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. ბრალდებულის ადვოკატები ამტკიცებენ რომ პროკურატურის მიერ წარდგენილ მასალებში დეკანოზის ბრალეულობა არ ჩანს. დეკანოზი გუშინ გამოკვლევის მიზნით ავერსის კლინიკაში იყო გადაყვანილი, ამ დროისთვის კი კვლავ ჩაფიძის გულის კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.