შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა. საქართველოს ჩემპიონი „თსუ“ პორტუგალიის „ბენფიკას“ დაუპირისპირდება.
ლისაბონურ გუნდს პორტუგალიის ჩემპიონატი 29-ჯერ აქვთ მოგებული, ქვეყნის თასი – 23-ჯერ. თსუ-სა და „ბენფიკას“ შეხვედრა თურქეთის ქალაქ ანტალიაში სექტემბრის ბოლოს გაიმართება.
ზუსტი თარიღი 14 ივლისამდე გამოცხადდება.