8 ივლისს "ბათუმი არენაზე" ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები ითამაშებს. ნახევარფინალის პირველ მატჩში ინგლისმა ბათუმში ისრაელი მარტივად 3-0 დაამარცხა, ხოლო ესპანეთის 21 წლამდე გუნდმა ბუქარესტში უკრაინას დიდი ანგარიშით 5-1 მოუგო.
ფინალური შეხვედრა 8 ივლისს ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება და ინგლისისა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები კონტინენტის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ რომ 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო რუმინეთთან ერთად ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს.
სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ისტორიული გამოვიდა და ჩვენმა გუნდმა ურთულესი ჯგუფი პირველ პოზიციაზე დაასრულა და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.