ისრაელის კულტურის მინისტრი უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა

05 ივლისი 2023, 18:02 1483 ნახვა

ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  ტიტე აროშიძე და განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც ისრაელის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი  ესწრებოდა, მხარეებმა საქართველო-ისრაელს შორის არსებულ ისტორიულ კავშირსა და ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში