აჭარის სომხურ დიასპორასთან არსებული ალექსანდრე მანთაშიანის სახელობის საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს.
კონცერტზე სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა მუსიკალური ნომრები წარადგინეს. საკვირაო სკოლა 8 წელია ფუნქციონირებს და ის სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს აერთიანებს.
აღსაზრდელები სხვა აქტივობებთან ერთად სწავლობენ როგორც ქართულ, ასევე სომხურ ენას.