ბათუმის სპორტის სასახლეში მესამე დღეა გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმის მერიის თასი“, რომელშიც 19 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ასპარეზობა კლასიკურ ჭადრაკში, ყველა ასაკის სპორტსმენთა შორის ტარდება. შეჯიბრებაში საერთაშორისო ოსტატები და დიდოსტატები მონაწილეობენ.
დღეს მესამე ტური მიმდინარეობს. ორი ტურის შემდეგ ლიდერებიც გამოიკვეთნენ, რომელთა შორის ოთხი ბათუმელი მოჭადრაკეა. 10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ალინა პასტუშენკო ლიდერობს, ამავე ასაკში ვაჟთა შორის კი ფავორიტებშია რატი დიასამიძე.
რაც შეეხება 12-წლამდელთა მოჭადრაკეებს, აქაც ცხრილის სათავეში ბათუმელები ანეტა ქედელიძე და შოთა დოლიძე არიან. ტურნირი 10 ივლისს დასრულდება, 11 ივლისს კი შეჯიბრება ბლიცში გაიმართება.