საქართველოს შვიდქალა რაგბის ნაკრები ბუდაპეშტში საკვალიფიკაციო ეტაპს ითამაშებს

04 ივლისი 2023, 14:08 633 ნახვა

საქართველოს შვიდქალა რაგბის ნაკრები დღეს ბუდაპეშტში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ შეხვედრებში დანიის, ფინეთისა და მოლდოვას ნაკრებებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ შვიდქალა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ორ ნაწილადაა გაყოფილი.

პირველ ტურში, რომელიც ზაგრებში გაიმართა, ქართველმა გოგონებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს.

აქვე გეტყვით, რომ უმაღლეს დივიზიონში ორივე ეტაპის დაჯამებული ქულების შედეგად ორი საუკეთესო ნაკრები გავა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს საქართველოს ნაკრები შვიდ ივლისს გამართავს, რვაში კი პლეიოფები გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი