საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ტრანსპორტის მინისტრთან ქვეყნებს შორის ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მირი რეგევმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით თბილისის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ეწვია, დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა.