საპროტესტო ტალღა საფრანგეთში 

01 ივლისი 2023, 11:48 526 ნახვა

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. პროტესტი 3 დღის წინ, პოლიციელის მიერ  17 წლის მოზარდის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. ბოლო მონაცემებით სამართალდამცავებმა 1400-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, მათგან 470 მხოლოდ გასულ ღამეს.

უცხოური მედიის ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ მარსელში, ქვეყნის პრეზიდენტმა პროტესტის რეკორდული ტალღის გამო ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი ვადაზე ადრე დატოვა, თუმცა იმ დრომდე მედია ძალადობის გაღვივებაში დაადანაშაულა.

მაკრონის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც არეულობებში მონაწილეობენ „ვიდეოთამაშების ცხოვრებით ცხოვრობენ, რამაც ისინი რეალობას ჩამოაშორა“. საპროტესტო ტალღა არაერთ ქალაქს მოედო, მათ შორის მარსელს, ლიონს, სტრასბურგსა და პარიზს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი