ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი ითამაშებს. იტალიური ფეხბურთის ელიტაში გადასული „ფროსინონეს“ სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ 20 წლის თავდამსხმელს მალე კონტრაქტს გაუფორმებენ. ანჯელოციმ ქართველის ტრანსფერის შესახებ „სკაი სპორტთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
„ქართველი ტალანტის, გიორგი კვერნაძის ტრანსფერი გადაწყვეტილია. ის კვირას ჩამოვა, ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ მის კლუბთან, ბათუმის „დინამოსთან“ უკვე შევთანხმდით, - აღნიშნა ანჯელოციმ.