ლევან შავაძის ხსოვნის ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

30 ივნისი 2023, 21:11 735 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ღირსების ორდენის კავალერის ლევან შავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის. შეჯიბრებაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონები და პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. შეგახსენებთ, რომ ლევან შავაძემ სამწვრთნელო კარიერის დროს აღზარდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები ჭაბუკთა შორის, ასევე მსოფლიო ჩემპიონი ლაშა გობაძე. ტურნირი წელს მესამედ ჩატარდა. ორგანიზატორთა თქმით, მომავალი წლიდან აღნიშნული შეჯიბრება გაცილებით მასშტაბური გახდება და მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი