სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის პირველი ფინალისტი "დინამო ბათუმი" არის.
სამტრედიაში გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბათუმელებმა პენალტების სერიაში 6-5 ქუთაისის "ტორპედო" აჯობეს.
რაც შეეხება მატჩის ძირითადი დროსა და დამატებით ტაიმებს ფრედ 0-0 დასრულდა.
გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ირაკლი ბუღრიძეს "დინამოს" მეკარემ ანტონ ჩიჩკანმა აუღო და შავიზღვისპირელები ფინალში გავიდნენ.
ფინალის მეორე საგზურისთვის დღეს გორის "დილა" და "დინამო" თბილისი იბრძოლებენ.