სანქციების საკითხებზე მომუშავე დელეგაციის წევრებმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს. შედეგები მათ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე შეაჯამეს. დელეგაციის წევრების განმარტებით, საქართველოს აქვს სისტემა, რომლითაც სანქციების შესრულების ეფექტური კონტროლი შესაძლებელია. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. თემაზე ქეთი ჭყონია ამზადებს რეპორტაჟს, რომელსაც შემოგთავაზებთ მთავარ გამოშვებაში.