აშშ-ის სანაპირო დაცვამ ჩაძირული წყალქვეშა ნავის, „ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინა. რომელთაც ამერიკელი მედიკოსები ოფიციალურ ანალიზს ჩაუტარებენ. უწყება კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარე გამოძიებას საწყის ეტაპზეა.
სანაპირო დაცვის საზღვაო საგამოძიებო საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმ ფაქტორების გასაგებად, რამაც გამოიწვია „ტიტანის“ კატასტროფული დაკარგვა.
წყალქვეშა ნავი „ტიტანი“, რომელსაც „ტიტანიკის“ ნამსხვრევების მოსანახულებლად 5 მგზავრი გადაჰყავდა, ატლანტიკის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა.
მოგვიანებით, გაუჩინარებული ნავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და ცნობილი გახდა, რომ კატასტროფის მიზეზი აფეთქება გახდა. ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.