კრამატორსკზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

28 ივნისი 2023, 10:30 431 ნახვა

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკში მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს. რუსული რაკეტები  რესტორანს  მოხვდა. აფეთქების შედეგად დაინგრა შენობა, რომლის ნანგრევებში ათობით ადამიანი მოჰყვა. 

სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულია 4 ადამიანი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება  მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.  დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, ხოლო 42 ადამიანი დაშავდა.

კრამატორსკის ქალაქის საკრებულოს გაცხადებით, ქალაქი  ხშირად ხდება რუსული თავდასხმების სამიზნე. მეორე რუსული რაკეტა კრამატორსკის გარეუბანში მდებარე სოფელში ჩამოვარდა და დაშავდა ხუთი ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში