მინი ფეხბურთში ბათუმის დინამოს ვეტერანის გური ჩავლეიშვილის სახელობის ტურნირი დაიწყო. ტურნირი პირველად ტარდება და სულ 8 გუნდი მონაწილეობს. სპორტული ღონისძიება აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და მინი ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივათა და ორგანიზებით იმართება. გამარჯვებული გუნდები 28 თებერვალს გამოვლინდებიან.