რუსეთი დამარცხებას და ტრიბუნალს იმსახურებს - ზელენსკი

28 ივნისი 2023, 11:58 535 ნახვა

რუსეთი იმსახურებს დამარცხებას და ტრიბუნალს - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე სამშაბათს საღამოს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

მაშინ, როცა ნანგრევებში სამაშველო ეკიპაჟები გადარჩენილებს ეძებდნენ, უკრაინის პრეზიდენტმა თავის საღამოს გამოსვლაში განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის ერთი ბავშვი იყო და ეს საჰაერო თავდასხმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე  რუსეთის ტერორისტული თავდასხმის წლისთავზე მოხდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი