მახინჯაურის ცენტრალურ გზაზე ტრაილერი გადატრიალდა

28 ივნისი 2023, 11:18 1106 ნახვა

მახინჯაურის ცენტრალურ გზაზე ტრაილერი გადატრიალდა და არხში გადავარდა, რის შედეგადაც დაშავდა მძღოლი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, "ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში" გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია, დაზიანებების სიმძიმეს კი კვლევების შემდეგ დაადგენენ.

ამ დროისთვის ქალაქიდან გასასვლელი გზა გადაკეტილი არ არის, თუმცა საპატრულო პოლიცია მაინც არეგულირებს მოძრაობას. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

ტრაილერს საჯარიმო სადგომზე გადაიყვანენ და ფაქტზე გამოძიება დაიწყება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში