რუსეთის ძალებმა ქალაქ კრამატორსკზე, სარაკეტო იერიში მიიტანა, რაკეტა ხალხმრავალ რესტორანს დაეცა.
ამ დროისთვის ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 2 დაშავებულია 22 ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციის, შესაძლოა ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ ჩარჩენილი. მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია.
ვმუშაობთ ქალაქში დაჭრილთა და შესაძლო დაღუპულთა რაოდენობის დასადგენად. მომხდარი არის ქალაქის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. რესტორანი, სავსე იყო მოქალაქეებით“, - განაცხადა რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ.