სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი

27 ივნისი 2023, 14:28 555 ნახვა

შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. დელეგაციის წევრებს ილია დარჩიაშილი შეხვდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ევროკავშირს, აშშ-ს და გაერთიანებულ სამეფოს შესაბამისი სამსახურების მზაობა ფინანსური სანქციების რეჟიმის დაცვის თვალსაზრისით, რაც არა ერთხელ აღინიშნა პარტნიორების, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაბამის ანგარიშებსა და ასევე სპეციალური მისიების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების დროს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და სხვა სტუმრების მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობა ფინანსური სანქციების განხორციელების კუთხით და ხაზი გაესვა მზაობას საქართველოსთან აქტიური დიალოგის გაგრძელებისთვის. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი