პუტინმა ვაგნერის მებრძოლებს მადლობა გადაუხადა

27 ივნისი 2023, 11:01 529 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და  შაბათის შეწყვეტილი შეიარაღებული ამბოხის შესახებ ისაუბრა. პუტინმა  მადლობა გადაუხადა ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებს და მეთაურებს, რომლებმაც არ დაღვარეს ძმების სისხლი.

რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ  შეასრულებს მიცემულ პირობას, რომლის თანახმად  ვაგნერის მებრძოლებს შეუძლიათ  გადასახლდნენ ბელარუსში, ან  სურვილის შემთხვევაში გააფორმონ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან ან უბრალოდ დაბრუნდნენ ოჯახებში. მას არ უხსენებია ვაგნერის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ამბოხის სათავეში იდგა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი