ავსტრალია უკრაინას 74 მილიონი აშშ დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს

26 ივნისი 2023, 10:02 476 ნახვა

ავსტრალიის მთავრობა უკრაინას რუსეთის შეჭრისგან თავდასაცავად 110 მილიონი აშშ დოლარის ახალ პაკეტს გადასცემს. დახმარება  70 სამხედრო მანქანას მოიცავს-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.    

ავსტრალია უკრაინას   ემ-113 ტიპის  28   ჯავშანმანქანას, 14 სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას, 28 საშუალო სატვირთო ავტომანქანას და 14 მისაბმელს გაუგზავნის და  კიდევ  12 თვით გაახანგრძლივებს უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე უბაჟო წვდომას.    

დამატებითი დახმარების პაკეტი მომზადდა მანამ, სანამ ვაგნერის შეიარაღებული ჯგუფი   რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდებოდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი