კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოშია. თვითმფრინავი, რომელმაც ილია მეორე გერმანიიდან სამშობლოში ჩამოიყვანა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18 საათსა და 12 წუთზე დაეშვა. პატრიარქმა, აეროპორტშივე გააკეთა პირველი კომენტარი, დეკანოზის დაკავების საქმეზე. `სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა- თქვა ილია მეორემ. პატრიარქი უკვე მოინახულეს საქართველოს პრეზიდენტმა და სახალხო დამცველმა.