საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე ევროკომისიის ზეპირ ანგარიშზე ოპოზიციას და მმართველ გუნდს განსხვავებული პოზიციები აქვთ.
სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები მმართველ პარტიას რეკომენდაციების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და ევრორეკომენდაციების სრულყოფილად შესრულებას ითხოვენ.
''ქართულ ოცნებაში'' კი ამტკიცებენ, რომ 1 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა რეკომენდაციების შესრულება. ისინი ოქტომბერში წერილობით შუალედურ ანგარიშს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შესახებ სტოკჰოლმში ითქვა, 12 პუნქტიდან შესრულებულია სამი, ნაწილობრივ შესრულებულია 7, პროგრესი კი არ არის მედიაპლურარიზმის საკითხში.