პირველად, საქართველოში „ლიდერობა პროფესიულ განათლებაში“ კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმების წარმატებაში პროფესიული განათლების ლიდერის როლის განსაზღვრა და საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტიან მართვაზე მსჯელობა. კონფერენციის ფარგლებში ვორქშოფიც გაიმართა.
როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ პროფესიული განათლება არის ქვეყნის პრიორიტეტი და ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა მართავდნენ არა უბრალოდ დირექტორები, არამედ ადამიანები, რომლებსაც ექნებათ ლიდერული თვისებები.
კონფერენციის ორგანიზატორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი და ელექტრონული ჟურნალი „პროფესიული განათლება“.