ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა აპარატს ეძებენ

22 ივნისი 2023, 11:30 602 ნახვა

მაშველთა ჯგუფმა, რომელიც ტიტანიკის კატასტროფის რაიონში გაუჩინარებულ   წყალქვეშა ნავს ეძებს, სამძებრო სამუშაოები ჩრდილო ატლანტიკის შორეულ უბანზე დაიწყო, სადაც წყალქვეშა ხმები დააფიქსირეს. თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ ხმები შესაძლოა გემიდან არ მოდიოდა. წყალქვეშა ნავს ჰაერის მარაგი რამდენიმე საათში ამოეწურება.

ბორტზე  5 ადამიანი იმყოფება, რომლებსაც ტურისტული ექსპედიციის ფარგლებში საუკუნის წინ ჩაძირული ტიტანიკის ნამსხვრევები უნდა დაეთვალიერებინათ

აშშ-ს სანაპირო დაცვის განცხადებით, ოკეანის გამოსაკვლევი სპეციალური აპარატურა განლაგდა წყალქვეშ იქ, სადაც კანადურმა თვითმფრინავებმა წყალქვეშა ხმები დააფიქსირეს, მაგრამ ჯერ ყველა ძალისხმევა უშედეგოა.

ტურისტულ ექსპედიციაში, რომლის ღირებულება თითო ადამიანზე 250 ათასი დოლარია, იმყოფებიან 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი და მოგზაური ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი  19 წლის ვაჟთან ერთად, 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი  და სტოკტონ რაში, ტურისტული კომპანია ოუშენ-გეითის  დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი