სამხრეთსა და აღმოსავლეთში უკრაინელი მებრძოლები ფიზიკურად წმენდენ უკრაინას - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მან სამძიმარი გამოუცხადა სამშაბათს ხერსონის ოლქში დაღუპული მაშველის ახლობლებს.
„უკრაინელი მებრძოლები აუცილებლად გასცემენ ტერორისტებს პასუხს ამ ბოროტებისთვის, ოკუპანტებს უკრაინულ მიწაზე დარჩენის არანაირი შანსი არ აქვთ. მკვლელებისა და ტერორისტების ადგილი აქ არ არის და არასდროს არ იქნება“ - განაცხადა ზელენსკიმ.