41 ადამიანი დაიღუპა ჰონდურასის ქალთა ციხეში ბუნტის შედეგად. ადგილობრივი პროკურატურის განცხადებით, ამჟამად ცხედრების ამოცნობის პრცედურა მიმდინარეობს.
დამოუკიდებელი წყაროების ინფორმაციით, პატიმართა ნაწილი მიღებული დამწვრობების, ნაწილი კი ცეცხლსასროლი ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
პატიმართა ოჯახების ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ციხეში ჩხუბი მოხდა დაპირისპირებული ბანდების წევრებს შორის.