შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში 2023-24 წლების კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.
გუნდები ასე დაწყვილდნენ:„ტირანა“ – ბათუმის „დინამო“, ქუთაისის „ტორპედო“ – „სარაევო“, „დუნაისკა სტრედა“ – გორის „დილა“. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 13 და 20 ივლისს გაიმართება. წყვილში პირველად დასახელებული გუნდი პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, საქართველოს ჩემპიონის მეტოქესაკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის პრემიერლიგის გამარჯვებული „ასტანა“ იქნება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11-12 და 18-19 ივლისს გაიმართება. გუნდების პირველ თამაშს ყაზახები უმასპინძლებენ, ხოლო მეორე შეხვედრა თბილისში გაიმართება.