ყაზახეთის გრანდ სლემის ბოლო სატურნირო დღეს, რომელიც ასტანაში მიმდინარეობდა, ფინალურ ბლოკში გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდნენ და ორივე მათგანი დამარცხდა. საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ყაზახეთის გრანდ სლემზე 12 ძიუდოისტით წარსდგა. პირველ დღეს ლაშა ნადირაძემ და გიორგი თუთაშვილმა იასპარეზეს, რომლებიც ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ.
მეორე საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტიდან ორი - დიმიტრი გოჩილაიძე და გიორგი ტერაშვილი ფინალურ ბლოკში გავიდნენ, ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლეს, მაგრამ გამარჯვება ვერ მოახერხეს.