პოეზიის საღამო გაიმართა ბათუმში, რომელშიც ბათუმელ პოეტებთან ერთად მოწვეული ავტორებიც მონაწილეობდნენ. პოეზიის საღამოზე მაყურებლის წინაშე თემურ ელიავა, სულხან წულუკიძე, გენრი დოლიძე, გიორგი გაბაიძე და პაატა აბაშიძე წარსდგნენ.
საღამო ორგანიზაცია "კრების" ინიციატივით ჩატარდა. დამფუძნებლის საბა ოკუჯავას თქმით, ეს ორგანიზაციისთვის პირველი საღამო იყო და მაყურებელი ზაფხულის განმავლობაში არაერთ ღონისძიებას იხილავს.
ორგანიზაციის სახელიც სიმბოლურია და თავის მხრივ, სხვადასხვა ქალაქიდან არა ერთი ავტორისა და საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეების შეკრებას მოიაზრებს.