ბორჯომსა და თბილისში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამართალდამცავ უწყებებს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები, ასევე კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები, - ამის შესახებ 37 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა, აშკარად, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია.
გარდა ბორჯომში მომხდარი 2 ინციდენტისა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, სალექციო აუდიტორიის გარეთ მშვიდობიანად, ბანერებით მდგომ სტუდენტებს, რომლებიც პარტიის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.