შუახევში 2022-2023 სასწავლო წელს განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაცია და მუნიციპალურ საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსი სამოქალაქო განათლებაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ინგლისურ ენაში მერიის მხარდაჭერითა და რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის 807 მოსწავლე მონაწილეობდა.
საპრიზო ადგილზე გასულ 29 მოსწავლეს სიგელი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა, სკოლებს, მასწავლებლებს, რესურსცენტრისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს - მადლობის ბარათები.