უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა, რუსეთისთვის ომში დამარცხებად იქცევა - ზელენსკი

16 ივნისი 2023, 11:20 535 ნახვა

ფრონტის ხაზიდან სიახლეები ძირითადად პოზიტიური, მაგრამ ძალიან რთულია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხ ენბისი ნიუსთან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთისთვის კონტრშეტევის წაგება, ფაქტობრივად ომის წაგებას ნიშნავს. პრეზიდენტმა ინტერვიუს მიმდინარეობისას, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიპატიჟა და აღნიშნა, რომ უკრაინიც მარცხი მოგვიანებით მოსკოვთან  უფრო ფართო კონფლიქტს მოიტანს.

ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის ინიციატივას რუსეთის სახელმწიფოს ქონების კონფისკაციისა და უკრაინისთვის რეპარაციის სახით გადაცემის შესახებ.

ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის მეზობელ ქვეყანაზეც შეიძლება გადავიდეს, რაც ფართო მსოფლიო ომის გაჩენის რისკს აჩენს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი