ევროპარლამენტარები ნატო-ს მოუწოდებენ, დაიწყონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ

15 ივნისი 2023, 17:03 676 ნახვა

ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც ნატო-ს წევრებს მოუწოდებენ, დაიწყონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ. შესაბამის რეზოლუციას 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 38-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 42-მა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტში ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი ელოდებიან ომის შემდეგ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაწყებას და მის რაც შეიძლება მალე დასრულებას. დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მიერ სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებამდე, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, ასევე ნატო-ელმა მოკავშირეებმა და ახლო პარტნიორებმა უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შექმნან უსაფრთხოების გარანტიების დროებითი მექანიზმი, რომელიც ომის დასრულებისთანავე უნდა ამოქმედდეს.

ამასთან, ევროპარლამენტის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკომისია დადებით დასკვნას გამოაქვეყნებს, როგორც კი უკრაინა ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას შეასრულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი