ასტანა 16-18 ივნისს ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვა, სადაც ახალგაზრდა ძიუდოისტებთან ერთად გუნდის გამოცდილ წევრებსაც ვიხილავთ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია: გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე. კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი.
დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი. ვლადიმირ ახალკაცი, ბაქარ ერაშვილი. ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ბერიაშვილი.
გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე 100 კგ-ში იასპარეზებს საქართველოს ნაკრების გამოცდილი წევრი ბექა ღვინიაშვილი.