ქობულეთში რამდენიმე ქუჩას, ხვალიდან ორი დღის განმავლობაში, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

14 ივნისი 2023, 10:04 770 ნახვა

„სოკარ ჯორჯია გაზი“-ს აჭარის რეგიონალური ოფისის განცხადებით, მიმდინარე წლის 15 ივნისის 01:00 საათიდან 17 ივნისის 11:00 საათამდე ქობულეთის მუნიციპალიტეტში რუსთაველის ქუჩის, აღმაშენებლის ქუჩის, შახტიორის უბნის, პარკის უბნის და ფიჭვნარის უბნის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება.

მათივე ინფორმაციით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია.

"გაზის მიწოდება შეწყდება: 15.06.2023 – 01:00 საათზე აღდგენა მოხდება ეტაპობრივად.

კერძოდ: 15.06.2023 – 11:00-დან 20:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება შემდეგ მისამართებზე: თამარ მეფის სანაპირო, სადგურის უბანი, საავადმყოფოს უბანი, სახანძროს უბანი , რუსთვაველის ქუჩა, ჯავახიშვილის ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა - 3600 აბონენტთან.

 

გაზის მიწოდების აღდგენა მოხდება 16.06.2023 – 11:00-დან 20:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე: რუსთაველის ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა, 9 აპრილის ქუჩა, ტურბაზის უბანი, ცენტრალური ბაზრის უბანი, საზოგადოებრივი კოლეჯის უბანი, შახტიორის უბანი - 1600 აბონენტთან.

 

გაზის მიწოდება აღდგება 17.06.2023 – 11:00-დან 20:00 საათამდე - რუსთაველის ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა, შახტიორის უბანი, პარკის უბანი, ფიჭვნარის უბანი- 2300 აბონენტთან. 15 ივნისს, გეგმიური სამუშაოების გამო, 05:00-დან 08:00 საათამდე შეიძღუდება ელექტრო ენერგიის მიწოდება ქალაქ ქობულეთში", -აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში