„შავი ზღვის ბიჭებმა“ ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს

13 ივნისი 2023, 19:57 638 ნახვა

ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ საქართველოს ჩემპიონია. გუნდმა წელს დუბლი შეასრულა და საქართველოს თასთან ერთად, ჩემპიონატის ოქროს მედლებიც მოიპოვა. ფინალურ სერიებს ბათუმმა უმასპინძლა.პირველი მატჩი ბათუმის „შავი ზღვის ბიჭების“ გამარჯვებით - 22:21 დასრულდა. დღეს კი სერიის მეორე მატჩი გაიმართა. დაძაბული შეხვედრა თბილისის „პეგასის“ გამარჯვებით - 24:23 დასრულდა. თუმცა, ქულათა საერთო რაოდენობით ფრე დაფიქსირდა, რის გამოც პენალტების სერია დაინიშნა. აქ კი უფრო ზუსტნი ბათუმელები იყვნენ. გადამწყვეტი როლი ბათუმელთა მეკარემ გიგა ტორონჯაძემ ითამაშა, რომელმაც ორი შვიდმეტრიანი მოიგერია და გუნდს ჩემპიონატი მოაგებინა. ის ასევე ფინალური სერიის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. კიდევ ორ ნომინაციაში გაიმარჯვეს ბათუმელმა ხელბურთელებმა. სერიის საუკეთესო მოთამაშედ ზღვისპირელების კაპიტანი ლევან ბერძენიშვილი დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირის პრიზი კი მის თანაგუნდელს გიორგი გოგოლაძეს ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ მერაბ ჭანტურიას შეგირდებმა საქართველოს თასის ფინალში სწორედ დღევანდელი მეტოქე „პეგასი“ დაამარცხეს. „შავი ზღვის ბიჭებმა“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი