პარლამენტის დღევანდელი სასესიო სხდომა პოლიტიკური განცხადებებისა და დებატების ფონზე მიმდინარეობს.
ევროინტეგრაცია, ვენეციის კომისიის დასკვნა, მმართველი გუნდის მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.
''ქართულ ოცნებაში'' კი კრიტიკას უარყოფენ და თვლიან, რომ გუნდი მაქსიმალურად მუშაობს და ნებისმიერ ხარვეზი ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციული ქმედებებია.