„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ - ტრენინგი

13 ივნისი 2023, 14:15 635 ნახვა

„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველებს ტრენინგი უტარდებათ. ისინი დეტალურად გაეცნობიან საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის პრინციპებს, საარჩევნო კანონმდებლობას და ასევე ელექტრონული ხმის მიცემის პროცესს, რაც  2024 წლის არჩევნებისთვის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს.

ელექტრონულად ხმის მიცემა საპილოტე რეჟიმში არჩევნებზე უკვე  გამოსცადეს. სასწავლო პროექტს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი ახორციელებს.  მისი მიზანი არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პოტენციური წევრების მომზადება, არამედ  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. 

ტრენინგი სამდღიანია თუმცა „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ ქვეყნის მასშტაბით 24 ივნისამდე გაგრძელდება. პროექტში 16 ათასზე მეტი მსურველია ჩართული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში