დეკანოზ გიორგი მამალაძეს ფილტვების ანთება დაუდგინდა – ამის შესახებ ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, გამოირიცხა მწვავე დაზიანება მიოკარდიუმის და შემდგომმა კვლევებმა გამორიცხა გულის ორგანული დაზიანება. ექიმის განცხადებით, დეკანოზი ჯერჯერობით კლინიკაში რჩება და მიმდინარეობს მკურნალობა. დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში 17 თებერვალს გადაიყვანეს. შეგახსენებთ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა ბრალდებული. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.