რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც კომპანია ჯორჯიან მანგანეზი დათმობაზე არ წავიდა.
მაღაროში დასაქმებულები კვირაზე მეტია გაფიცულები არიან. ისინი ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ. კომპანია ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა გუშინ შედგა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა.
ასევე ცნობილია რომ ჭიათურაში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაგზავნილი მედიატორი, რომელიც პროცესებში ჩაერთო.