მძიმე ბრძოლების მიუხედავად უკრაინული არმია წინსვლას განაგრძობს - ზელენსკი

13 ივნისი 2023, 11:15 815 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  წვიმისა და მძიმე ბრძოლების მიუხედავად, უკრაინული ძალები ბრძოლის ველზე წინ იწევენ  და მტერს ანადგურებენ. 

გუშინ უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსული ძალებისგან  შვიდი სოფელი  გაათავისუფლეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას უკრაინამ დიდი კონტრშეტევა დაიწყო. მოსკოვი ჯერ ოფიციალურად არ აღიარებს უკრაინის წინსვლას. 

საღამოს ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ ამინდი  არასახარბიელოა, მაგრამ ჯარების წინსვლა გრძელდება.  უკრაინის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა ქვეყნის მასშტაბით  თავშესაფრების მზადყოფნის შესახებ ანგარიშზე, რომელმაც, მისი თქმით,  არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი