საქართველოს ნაკრების მეტოქეს კაპიტანიც გამოაკლდა 

13 ივნისი 2023, 10:18 632 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეს, სლოვენიის ეროვნულ გუნდს კაპიტანი ედო მურიჩი გამოაკლდა.

მურიჩმა დაზიანება სლოვენიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მატჩის დროს მიიღო, რაც 31 წლის კალათბურთელს მოედანზე რამდენიმე თვით გასვლის საშუალებას არ მისცემს. ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ სლოვენიური კალათბურთის ლეგენდამ, 37 წლის გორან დრაგიჩმა ეროვნულ გუნდში ასპარეზობაზე უარი თქვა.

მსოფლიო ჩემპიონატს 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებენ.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან ერთადაა, ილიას ზუროსის გუნდი შეხვედრებს იაპონიის ქალაქ ოკინავაში ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი