ისტორიაში პირველად „დენვერი“ NBA-ს ჩემპიონი გახდა

13 ივნისი 2023, 10:44 589 ნახვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2022-23 წლების სეზონის ფინალის მეხუთე დაპირისპირება დენვერში გაიმართა.

„ბეილ არენაზე (Ball Arena) გამართულ მატჩში, “დენვერმა” “მაიამი” 94:89 დაამარცხა, სერიაში 4:1 გაიმარჯვა და ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად NBA-ს ჩემპიონი გახდა.

“დენვერის” გამარჯვებაში ლომის წილი კვლავ ნიკოლა იოკიჩმა დაიდო.

სერბმა ვარსკვლავმა 28 ქულასთან ერთად, 16 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში