სტუდენტური დღეები ხელოვნების უნივერსიტეტში

12 ივნისი 2023, 17:51 1293 ნახვა

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები დაიწყო.   ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებმა მუსიკალური და თეატრალიზებული ნომრები წარმოადგინეს.ასევე ნაჩვენები იყო სასცენო მოძრაობის, ქორეოგრაფიისა და სასცენო მეტყველების  სინთეზი. უნივერსიტეტის სივრცეში სტუდენტების  ნახატები და სკულპტურები გამოიფინა.დღესვე საპატიო უნივერსიტეტელის წოდება მიენიჭა მხატვრებს ბესო ბესელიასა და ნინო ნიჟარაძეს. სტუდენტური დღეების მეორე დღე ხვალ საზეიმოდ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მანტიების შემოსვითა და წლის განმავლობაში წარმატებული სტუდენტების სიგელების გადაცემით დასრულდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში